დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240120000.35.170.016248 |
|
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/05/2015, სარეგისტრაციო კოდი: 240120000.35.170.016105) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) სარეზოლუციო ნაწილის მე-3-მე-6 მუხლები ამოღებულ იქნეს; გ) დანართი №1-ის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ.მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობით ან კვადრატულ მეტრებში შესაბამისი ბიჯის დამატებით. იმ შემთხვევაში, თუ სარეკლამო საშუალება წარმოადგენს ორმხრივ კონსტრუქციას, აღნიშნული გადასახადი იანგარიშება სარეკლამო კონსტრუქციის საერთო ფართის გამრავლებით ორზე.“; დ) დანართი №2 და დანართი №3 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები