დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430190000.22.022.017322 |
|
„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110407029, 07/04/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430190000.22.022.016087) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:
|
1.
„გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარა გამოცდები, რეგისტრირდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც დაძლია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური ან პირის მიმართვის საფუძველზე ნებისმიერი რესურსცენტრის მიერ განსაზღვრულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; |
2.
„დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარა გამოცდები და სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, მიმართავს იმ რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობდა ლიკვიდირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. რესურსცენტრი განსაზღვრავს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც პირი უნდა დარეგისტრირდეს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები