„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016782
24
21/04/2017
ვებგვერდი, 24/04/2017
100110000.22.038.016782
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №24

2017 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/10/2015, 100110000.22.038.016553) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება თანდართული სახით.“.

 

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შუამდგომლობის ზეპირ მოსმენაზე დაშვების შემთხვევაში თავმჯდომარე განსაზღვრავს ზეპირი მოსმენის ჩატარების სახესა და თარიღს. ზეპირი მოსმენა უნდა ჩატარდეს შუამდგომლობის შემოსვლის დღიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.“;

ბ) მე-17 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საბჭოს სხდომა ზეპირი მოსმენით შესაძლებელია ჩატარდეს ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით.“;

გ) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

171 ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების წესი

1. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომა ტარდება ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომას იწვევს, ხსნის და წარმართავს თავმჯდომარე.

2. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომა იმართება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული ორგანო - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროსა (შემდგომში - ბიურო) და დაწესებულებას შორის პირდაპირი, ვიზუალური და ხმოვანი კავშირით.

3. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაინტერესებულ მხარეებს წერილობით უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 3 დღით ადრე მაინც, გადაეგზავნოს საქმის მასალები და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.

4. იმ შემთხვევაში, თუ პენიტენციური დაწესებულება, რომელშიც სასჯელს იხდის მსჯავრდებული, არ არის აღჭურვილი ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, საბჭოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველო (შემდგომში - საბადრაგო სამმართველო) უზრუნველყოფს მსჯავრდებულის შესაბამისად აღჭურვილ დაწესებულებაში გადაყვანას.

5. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომის ორგანიზებას უზრუნველყოფს ის პენიტენციური დაწესებულება, რომლიდანაც ხორციელდება ვიდეოკავშირი.

6. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ან საბადრაგო სამმართველოს მოსამსახურე უზრუნველყოფს მსჯავრდებულის მოთავსებას ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.

7. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომის მიმდინარეობისას, დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მსჯავრდებულისა და მისი დამცველის/კანონიერი წარმომადგენლის ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობა, რის შესახებაც მსჯავრდებულისა და მისი დამცველის/კანონიერი წარმომადგენლის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.

8. დაწესებულებაში ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრება მსჯავრდებული. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ საკითხის განხილვისას არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ან დამცველის დასწრება სავალდებულოა. ბიუროში ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრება საბჭოს აპარატის თანამშრომელი და საბჭოს წევრები. მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომას დაესწროს როგორც დაწესებულებაში, ასევე ბიუროში, რის თაობაზეც საბჭო წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული.

9. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომა მიმდინარეობს სახელმწიფო ენაზე. მსჯავრდებული, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თარჯიმნის მომსახურებით.

10. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომა მიმდინარეობს ამ დებულებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი