საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 69/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.017323
69/ნ
21/04/2017
ვებგვერდი, 24/04/2017
480180000.22.022.017323
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №69/ნ

2017 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №13/ნ ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა

დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი)  (შემდგომში ადმინისტრაცია (დეპარტამენტი)) უფროსი:

1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

1.2. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი;

გ)  მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: არანაკლებ 3 წელი;

დ)  საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;

ე) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

ვ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;

1.3. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებს სასურველია ჰქონდეთ პროექტების მართვის გამოცდილება;

1.4. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 თებერვლის №23/ნ ბრძანება.

2. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს  (შემდგომში – საქმისწარმოების სამმართველო) უფროსი:

2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2.2. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) საქმისწარმოების მიმართულებით მუშობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

ბ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

გ) უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა;

დ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) ძალიან კარგად ცოდნა;

2.3. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებს სასურველია ჰქონდეთ საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება.

2.4. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:  

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;

ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ზ) „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანება;

თ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 თებერვლის №23/ნ ბრძანება.

3. საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

3.2. საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი  გამოცდილება;

ბ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა.

3.3. საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 თებერვლის №23/ნ ბრძანება.

4. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:

4.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

4.2. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 6 თვე;

ბ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა.
4.3. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 თებერვლის №23/ნ ბრძანება.

5. საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტი:

5.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

5.2. საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა.

5.3. საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 თებერვლის №23/ნ ბრძანება.

6. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის სამმართველოს (შემდგომში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის სამმართველო) უფროსი:

6.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

6.2. საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) პროტოკოლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

ბ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

გ) უცხო ენების ცოდნა: ინგლისური (ძალიან კარგი), რუსული (ძალიან კარგი);

დ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) ძალიან კარგად ცოდნა;

6.3. საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის სამმართველოს უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
6.4. საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ე) „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილება;

ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ზ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 თებერვლის №23/ნ ბრძანება.

7. საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

7.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

7.2. საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წელი;

ბ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა.

გ) უცხო ენების ცოდნა: ინგლისური (კარგი), რუსული (კარგი);

7.3. საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის სასურველია პროტოკოლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

7.4. საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილება;

დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 თებერვლის №23/ნ ბრძანება.

8. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ქართული ენის სამმართველოს (შემდგომში - ქართლი ენის სამმართველო) უფროსი:

8.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

8.2. ქართული ენის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფილოლოგიის სპეციალობით;

ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი;

გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 

დ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა;

ე) კომპიუტერული  პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;

8.3. ქართული ენის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებს სასურველია ჰქონდეთ:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

8.4. ქართული ენის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 თებერვლის №23/ნ ბრძანება.

9. ქართული ენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

9.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

9.2. ქართული ენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფილოლოგიის სპეციალობით;

ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი;

გ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა;

დ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;

9.3. ქართული ენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებს სასურველია ჰქონდეთ:

ა) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;

ბ) ტექსტის რედაქტირების გამოცდილება;

9.4 ქართული ენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 თებერვლის №23/ნ ბრძანება.

10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე:

10.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

10.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წელი;

ბ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

გ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;

10.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებს სასურველია ჰქონდეთ:

ა) მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება.

10.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის  თანაშემწის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 თებერვლის №23/ნ ბრძანება.

11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანაშემწე:

11.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

11.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წელი;

ბ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

გ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა.

11.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანაშემწის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებს სასურველია ჰქონდეთ:

ა) მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება.

11.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: