დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016371 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2016; 190020020.35.148.016353) „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 18,009.6 (თვრამეტი მილიონ ცხრა ათასს ექვსასი) ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
“; დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 14,897.8 (თოთხმეტი მილიონ რვაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათასს რვაასი) ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
“; ე) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11,739.0 (თერთმეტი მილიონ შვიდას ოცდაცხრამეტი ათასი) ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; ვ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9,021.0 (ცხრა მილიონ ოცდაერთი ათასი) ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 9,271.0 (ცხრა მილიონ ორას სამოცდათერთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 250.0 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, მათ შორის: (ათას ლარებში)
“; ზ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; თ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდოგანისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო – 2,750.4 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასს ოთხასი) ლარის ოდენობით.“; ი) დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ა) განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 2,903.5 (ორი მილიონ ცხრაას სამი ათასს ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება – 2,903.5 (ორი მილიონ ცხრაას სამი ათასს ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.“; კ) დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ა) განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება – -153.1 (ასორმოცდაცამეტი ათას ასი) ლარის ოდენობით; ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულების კლება – 153.1 (ას ორმოცდაცამეტი ათას ასი) ლარის ოდენობით. ლ) დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა.ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო გზების მოვლა.კერძოდ; მიწის ვაკისის მოვლა-შენახვა, გვერდულების მოშანდაკება, გზისპირა კიუვეტების გაწმენდა, გაბიონების მოწყობა. კედლის მოწყობა რკინა-ბეტონის ბლოკებით, ხიდის მოაჯირების აღდგენა. ორმოების შეკეთება ცხელი ასფალტ-ბეტონით და სავალი ნაწილის შეკეთება ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. წელს დაგეგმილია: რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსების ფარგლებში სოფელ ხურვალეთის, წითელუბნის და შავშვების დევნილთა ჩასახლებაში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სამუშაოების ნაწილი დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; აგრეთვე, განხორციელდება მაღალმთიან დასახლებების განვითარების ფონდის დაფინანსებით სოფელ მერეთიდან ზარდიაანთკარამდე მისასვლელი გზის ასფალტის საფარის მოწყობა, რომლის სამუშაოების ნაწილიც დაფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; წელს მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან განახორციელებს სკრის ცენტრიდან დევნილთა ჩასახლებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა; მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობისათვის ხელსაყრელი სატრანსპორტო მიმოსვლა. მ) დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: მოწესრიგებული წყლის სისტემებით აღჭურვილ მუნიციპალიტეტის სოფლებს წელს დაემატება შემდეგი სოფლები:
აღნიშნულ სოფლებში დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია. ასევე მოხდება რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსების ფარგლებში სოფელ ატენის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის II ეტაპი, რომლის არსებული სამუშაოების ნაწილი დაფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მიმდინარე პროექტების რიცხვს ემატება მუნიციპალიტეტის სოფლები: ხიდისთავის, ქვახვრელის შავშვებისა (საკუთარი შემოსავლები) და ატენის (I ეტაპი) წყალსადენის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: სასმელი წყლის სისტემის დანერგვა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში. ნ) დადგენილების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ზ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.ზ) გორის მუნიციპალიტეტში მოღვაწე პოეზიის და პროზის თვალსაჩინო წარმომადგენელთა ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ნიჭიერი მწერლებისა და პოეტების ნამუშევრების კრებულად ან წიგნად გამოცემის ხელშეწყობა, შედეგად კი მათი სტიმულის ზრდა და გამომცემლობითი საქმიანობის ხელშეწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: გამორჩეული ნიჭის ადამიანების მოძიება და საზოგადოებრივ ასპარეზზე მათთვის ხელის შეწყობა.“; ო) დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის ა.დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული უსინათლო, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის, სინდრომით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K90.0), კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80) და ჰიდროცეფალიით დაავადებული ადამიანების სამედიცინო და სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი სახის დახმარება: ა.დ.ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეწიოთ ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში. ა.დ.ბ) ცერებრალური დამბლით, აუტიზმით დაუნის სინდრომით,არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K90.0), და კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80) და ჰიდროცეფალიით დაავადებული ადამიანების სამედიცინო და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება: ა.დ.ბ.ა) ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, ფენილკეტონურიის და დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანების სამედიცინო: ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული მომსახურების, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება ერთჯერადად განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ა.დ.ბ.ბ) ცერებრალური დამბლით, დაუნის, აუტიზმითა და ფენილკეტონურიის სინდრომით დაავადებული ადამიანების სოციალური ფულადი დახმარება ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარით. პ) დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ზ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა.ზ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი სახის დახმარება: ა.ზ.ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 70000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ა.ზ.ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, თანადაფინანსებას ამედიცინო სტაციონარულ მკურნალობაზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით ან/და სრულად არ ანაზღაურდება სახელმწიფო პროგრამით მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს, ბენეფიციარის მხრიდან წარმოდგენილი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის მიერ დადგენილი ასანაზღაურებელი ზღვრული ნორმიდან დარჩენილი ღირებულების მიხედვით. ჟ) დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.თ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა.თ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო და მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი დახმარება: ა.თ.ა) დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის საერთაშორისო სამედიცინო კლასიფიკატორის კოდის მქონე ავადმყოფი. ა.თ.ბ) ონკოლოგიური ავადმყოფების, სამედიცინო კვლევის დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, განისაზღვროს წარმოდგენილი ღირებულების არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით; ა.თ.გ) დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) მედიკამენტებით დახმარება გაეწევა, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში. რ) დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ლ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა.ლ) მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის ფარგლებში აღნიშნულ ყველა დაავადებათა მკურნალობაზე, დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, რომლის საერთო ჯამი ერთ ბენეფიციარზე არ უნდა აღემატებოდეს 100 (ასი) ლარს. ა.ლ.ა) მედიკამენტებით დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი (0-დან 70000-ჩათ) სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე შემდეგი დაავადებათა კატეგორიის ბენეფიციარებს: ა.ლ.ა.ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები; ა.ლ.ა.ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები; ა.ლ.ა.გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები. ა.ლ.ბ) მედიკამენტებით დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი (0-დან 70000-ჩათ) სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე შემდეგი დაავადებათა კატეგორიის ბენეფიციარებს: ა.ლ.ბ.ა) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა; ა.ლ.ბ.ბ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი II (ინსულინ დამოუკიდებელი). ს) დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.რ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა.რ) რეინტეგრირებული სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 18) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი სახის დახმარება: ლეიკემიით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.“; ტ) დადგენილების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებებიგანისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
.“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები