დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 138 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 05/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016967 |
|
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
62-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ განცხადება პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანოს უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შესახებ გადასახადის გადამხდელს ეგზავნება შეტყობინება. გადასახადის გადამხდელს შეტყობინებით განემარტება საგადასახადო ორგანოში გამოცხადების ვალდებულება მისი მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, ამ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების გაცნობის და აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების დადების მიზნით.“. |
2.
63-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, უქმდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების საფუძველად გამოყენებულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება არ უქმდება აგრეთვე ამ წესის 61-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შემთხვევაში.“. |
3.
64-ე მუხლის:
|
ა)
პირველ პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ) გადასახადის გადამხდელის მიზეზით, შეუძლებელია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების დადება ამ წესის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.“; |
ბ)
მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები