დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამის მონაწილე სამხედრო ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივლისის №274 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 496 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 127, 08/11/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №496
2004 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამის მონაწილე სამხედრო ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივლისის №274 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამის მონაწილე სამხედრო ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივლისის №274 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამის მონაწილე სამხედრო
მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებზე დაწესებული დანამატების ნუსხა
(ლარებში)
| № | შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი | კოდი | დანამატის ოდენობა |
| 1. | ბრიგადის გენერალი | G-1 | 820 |
| 2. | პოლკოვნიკი | O-9 | 700 |
| 3. | პოლკოვნიკი | O-8 | 610 |
| 4. | ვიცე-პოლკოვნიკი | O-7 | 590 |
| 5. | ვიცე-პოლკოვნიკი | O-6 | 540 |
| 6. | მაიორი | O-5 | 410 |
| 7. | კაპიტანი | O-4 | 400 |
| 8. | უფროსი ლეიტენანტი | O-3 | 390 |
| 9. | მთავარი სერჟანტი | S-8 | 385 |
| 10. | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 380 |
| 11. | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 370 |
| 12. | მასტერ სერჟანტი | S-5 | 360 |
| 13. | უფროსი სერჟანტი | S-4 | 350 |
| 14. | სერჟანტი | S-3 | 340 |
| 15. | უმცროსი სერჟანტი | S-2 | 335 |
| 16. | კაპრალი (სპეციალისტი) | S-1 | 330 |
შენიშვნა: პოლკოვნიკებისა და ვიცე-პოლკოვნიკების წოდებრივი ზღვრის საშტატო ერთეულებზე თანამდებობრივი სარგოს დანამატი განისაზღვროს შესაბამისი თანამდებობის რანგის გათვალის-წინებით.
2. ბრძანებულება ძალაში შევიდეს 2004 წლის 15 ნოემბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები