„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0417/18-1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 18/04/2017
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0417/18-1
18/04/2017
ვებგვერდი, 19/04/2017
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №0417/18-1

2017 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ნომერი 117 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული რედაქციით.

2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომერი 144.

3. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №3 დანართში, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და მოძრაობა ალ-ქაიდასთან, ნომერი 152 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №2 დანართში მოცემული რედაქციით.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ხასაშვილი


დანართი №1

ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან

პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/

მოქალაქეობა)

ფსევდონიმი

(ები, ზედმეტი

სახელი(ები)

 

პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი

მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყოფელი

სიაში შეყვანის თარიღი

სხვა ინფორმაცია

1

2

3

4

5

6

7

117

სახელები :

1. რადი (RADI)

2. აბდ ელ სამი (ABD EL SAMIE)

3. აბუ ელ იაზიდი (ABOU EL YAZID)

4. ელ აიაში (EL AYASHI)

 

დაბ . თარიღი : 02.01.72

დაბ . ადგილი :

ელ გარბიას სახალიფო, ეგვიპტე (El Gharbia,Governorate Egypt)

ეროვნება / მოქალაქეობა :

ეგვიპტელი

მერა` (Merai)

პასპორტის მონაცემები :

 

პირადი ნომერი :

 

ჩილეას . 40, მილანი, იტალია (Via Cilea 40, Milan, Italy (Domicile).

12.11.03

(ცვლილებები

09.09.05

21.12.07

16.05.11

29.03.17)

 

2006 წლის 21 სექტემბერს მილანის პირველი ინსტანციის სასამართლოს (court of First Instance of Milan) მიერ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასჯელს იხდის იტალიაში.

 

სასჯელის ვადა იწურება 2012 წლის 6 იანვარს.

 

სასჯელის მოხდის შემდეგ ექვემდებარება გაძევებას იტალიიდან.

უშიშროების საბჭოს 1822 (2008) რეზოლუციის შესაბამისად

საქმის გადასინჯვა

დასრულებული იქნა 2010 წლის 21 ივნისს.

ინტერპოლის სპეციალური განცხადების ვებ ლინკი:

https://www.interpol.int/en/notice/search/un/1418994

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან

ორგანიზაციის დასახელება

დასახელების სხვა ვარიანტები

მისამართი

სიაში შეყვანის თარიღი

სხვა ინფორმაცია

152

MUJAHIDIN INDONESIAN TIMUR (MIT)

ა) Mujahidin of Eastern Indonesia 

ბ) East Indonesia Mujahideen

გ) Mujahidin Indonesia Timor

 დ) Mujahidin Indonesia Barat (MIB)

 ე) Indonesia of western Indonesia

ინდონეზია ( Indonesia)

29.09.2015

(ცვლილება

30.03.17)

ტერორისტული დაჯგუფება დაკავშირებული ერაყში და ლევანტში ისლამური სახელმწიფოს (ISIL)-თან, ირიცხება ალ-ქაიდას ორგანიზაციაში ერაყში (Al-Qaida in Iraq) (იურიდიული პირების სიაში № 83), JEMAAH ISLAMIYAH (JI)-ში (იურიდიული პირების სიაში №85) და JEMMAH ANSHORUT TAUHID (JAT)-ში (იურიდიული პირების სიაში №131).

საქმიანობს jawa-სა და Sulawesi-ში, ინდონეზიაში და ასევე აქტიურია ინდონეზიის აღმოსავლეთ პროვინციებში. ლიდერი იყო აბუ ვარდაჰ (Abu Wardah), ფსევდონიმი სანტოსო (შანტოსო), (გარდაცვლილი)

 

ინტერპოლის სპეციალური განცხადების ვებლინკი:

  https://www.interpol.int/en/notice/search/une/5919482