„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016966
135
19/04/2017
ვებგვერდი, 21/04/2017
190040000.22.033.016966
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №135

2017 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/12/2014წ, 190040000.22.033.016713) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონტროლირებულმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მაკონტროლებელს, მათ მიერ დადგენილ ვადებში წარუდგინოს წლიური ფინანსური ანგარიშგება №1, №2, №3, №4, №5 ფორმებით და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია (№1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13) დანართებით.

4. მხარჯავმა დაწესებულებებმა წლიური ფინანსური ანგარიშგება  №1, №2, №3, №4, №5 ფორმებით ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციასთან (დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13) ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს წარუდგინონ მომდევნო წლის 1 აპრილამდე, ხოლო 1 ივლისის მდგომარეობით ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია (დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13) იმავე წლის 1 აგვისტომდე.“.

2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი