„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის N106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის N106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 132
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016965
132
18/04/2017
ვებგვერდი, 19/04/2017
010240030.22.033.016965
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის N106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №132

2017 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/04/2017, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016955) დამტკიცებულ  დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. სახელმწიფო ვალის მომსახურების სამმართველო

 სახელმწიფო ვალის მომსახურების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრაში მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით;

 ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელთან მიმართებაში;

 გ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

 დ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვისა და მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

 ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების გამოშვებასთან, განთავსებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;

 ვ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა ვალის მომსახურების მხრივ;

 ზ) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

 თ) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების პროცესში მონაწილეობა;

 ი) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ მიღებული კრედიტებისა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ საგარეო ფინანსური რესურსებიდან მიღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა/ანგარიშგება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

 მ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ვალის სტრატეგიისა და სახელმწიფო საშინაო ვალის განსაზღვრული ინსტრუმენტების ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების ემისიის და დაფარვის პროცესში მონაწილეობის მიღება;

 ნ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის მიხედვით სახელმწიფო ვალის პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა;

 ო) სახელმწიფო ვალის რეესტრის წარმოება, ანგარიშგება და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

 პ) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;

 ჟ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა მოცულობების განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

 რ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა მომსახურების პროცესში მონაწილეობა;

 ს) საგარეო ფინანსური რესურსებიდან გადასესხებული თანხების აღრიცხვა;

 ტ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან გადასესხების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების განსაზღვრა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

 უ) სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან მიღებული სესხებით ან საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ფინანსური მონიტორინგი;

 ფ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების დარეგულირების პროცესში მონაწილეობა;

 ქ) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა სახელმწიფო ვალის პორტფელთან მიმართებაში;

 ღ) კომპეტენციის ფარგლებში კრედიტორების ფინანსური პირობების ანალიზში მონაწილეობის მიღება დაფინანსების ხელსაყრელი პირობების შერჩევის მიზნით.

მუხლი 12. დაფინანსების მოზიდვის და ევროინტეგრაციის სამმართველო

დაფინანსების მოზიდვის და ევროინტეგრაციის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა;

გ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის მიხედვით სახელმწიფო ვალის პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა დაფინანსების მოზიდვის მხრივ;

დ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების დასაფინანსებლად ხელშეკრულებების (ან მათი ცვლილებების) მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;

ე) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების/პროგრამების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი და ანგარიშგება;

ვ) საგარეო წყაროებიდან დაფინანსებული საინვესტიციო პროექტებისა და პროგრამების აღრიცხვა;

ზ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საინვესტიციო პროექტების და საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;

თ) სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა;

ი) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

კ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციის საკითხების შესრულების კოორდინაცია;

ლ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;

მ) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საგარეო წყაროებიდან დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებსა და პროგრამებთან მიმართებაში;

ნ) სამინისტროს სისტემისთვის დონორებთან ურთიერთობის ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში, ტექნიკური დახმარების მოძიებაში მხარდაჭერა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორებისათვის ქვეყნის მიღწევების, ასევე დაგეგმილი პროექტების გაცნობის ხელშეწყობა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ვალის სტრატეგიისა და სახელმწიფო საშინაო ვალის განსაზღვრული ინსტრუმენტების ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების ემისიის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების გამოშვებასთან და განთავსებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა.“.

2. მე-19 - 22-მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 19. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო

სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის საჭირო საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვის მიზნით, შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა; საჭიროების შემთხვევაში, გეგმის კორექტირება და მისი რეგისტრაცია სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

 ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის საჭირო საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

 გ) სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა და შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

 დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისას, სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება ელექტრონულად სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით;

 ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;

 ვ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულების (მათ შორის, ხელშეკრულების ცვლილების), ასევე ამ ხელშეკრულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა;

 ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 

მუხლი 20. საფინანსო სამმართველო

საფინანსო სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

 ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების პროექტის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;

 გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხარჯების ყოველკვარტალური განწერის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;

 დ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა საბიუჯეტო დეპარტამენტში;

 ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კვარტალური (3 თვე, 6 თვე და 9 თვე) და წლიური ანგარიშების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;

 ვ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად, სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;

 ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების და სხვა სახელფასო ვალდებულებების კვარტალური განაწილების დროული წარდგენა სახაზინო სამსახურში რეგისტრაციისთვის;

 თ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვაში მონაწილეობის მიღება;

 ი) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზება;

 კ) საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ კვარტალური და წლიური მონაცემების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;

 ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების დარიცხვა და დროული გაცემა;

 მ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა;

 ნ) ძირითადი აქტივებისა და მატერიალური მარაგების აღრიცხვა და დამუშავება, აგრეთვე მატერიალური მარაგების, ფულადი ანგარიშების, დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორების ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა და შესაბამისი აღრიცხვა;

 ო) ფინანსური ანგარიშის (ბალანსის) და ანგარიშის დანართი ფორმების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენა და წარდგენა სახაზინო სამსახურში;

 პ) ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის ოდენობის დაანგარიშება და შემდგომი საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

 ჟ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საბიუჯეტო პროცესის მართვა, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და ბიუჯეტის ანგარიშგება, საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება, შესაბამისი გადარიცხვების წარმოება და ფინანსური ანგარიშის (ბალანსი) შედგენა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა.

 რ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა რგოლთან (დაწესებულების ხელმძღვანელთან, პროგრამის ხელმძღვანელთან, ბიუჯეტის განმკარგავთან და ოპერაციულ მენეჯერებთან) კოორდინირებული თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით.

მუხლი 21. საქმისწარმოების სამმართველო

 საქმისწარმოების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) საქმისწარმოების პროცესის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;

 ბ) სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია, დამუშავება, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება და მათი ხელმძღვანელობისთვის გადაცემა;

 გ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეების რეზოლუციების შესაბამისად, დოკუმენტაციის გამრავლება-განაწილების უზრუნველყოფა;

 დ) სამსახურებრივი და მოხსენებითი ბარათების რეგისტრაცია;

 ე) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება და რეგისტრაცია;

 ვ) სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის რეგისტრაცია, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება, მათი საექსპედიციო დამუშავება, რეესტრების გაფორმება და დაგზავნა;

 ზ) სამინისტროს ბრძანებათა გაფორმება, რეგისტრაცია და მითითებული ადრესატებისათვის დაგზავნა;

 თ) სამინისტროს სატიტულო ბლანკების (მათ შორის, მინისტრის მიერ პირადად ხელმოსაწერი და სარეზოლუციო ბლანკების), საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების და ჟურნალების შემუშავება, მათი შენახვა, დაცვა და გამოყენების კონტროლი;

 ი) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება;

 კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების სრულყოფის ხელშეწყობა, საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავება;

 ლ) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება – საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის, გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფა;

 მ) არქივის დაკომპლექტება სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მმართველობითი, სამეცნიერო-ტექნიკური, აუდიოვიზუალურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული დოკუმენტაციით, არქივის დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატის შექმნა და მისი სისტემური გაუმჯობესება;

 ნ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დასაარქივებელი დოკუმენტების მოწესრიგებული სახით მიღება, მათი აღრიცხვა, გამოყენება და დაცვის უზრუნველყოფა; საარქივო საქმეთა ფორმირება და გაფორმების სისწორის შემოწმება, დოკუმენტებზე მუშაობისას სამინისტროს საჯარო მოხელეთა მეთოდიკური და პრაქტიკული დახმარება;

 ო) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტების) სახელმწიფო შენახვისთვის გადასაცემად მომზადება, შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, საორგანიზაციო-მეთოდიკურ ღონისძიებათა განხორციელება და გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;

 პ) შემოსული დოკუმენტაციის ელექტრონულ მატარებლებზე გადატანისას (მათ შორის, ხელახალი ჩაწერა, ახალ ფორმატში კონვერსია, შეკუმშვა და სხვ.) მათი ავთენტურობის უზრუნველყოფა;

 ჟ) მოთხოვნის შესაბამისად, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემის უზრუნველყოფა.

მუხლი 22. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 გ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

 დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წარდგენა როგორც საფინანსო სამმართველოში დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის საპროგნოზო ასიგნებების გაანგარიშების მიზნით, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით;

 ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და საინვენტარო ბარათების წარმოება, ინვენტარიზაციის კომისიის ჯგუფში მონაწილეობა;

 ვ) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;

 ზ) სასაწყობო მეურნეობაში შემავალ მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებლობა, მათი ზედამხედველობა და კონტროლი;

 თ) სამინისტროში შემომსვლელ პირებზე საშვების გაცემის უზრუნველყოფა;

 ი) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოსამსახურეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა, აღრიცხვა და კონტროლი;

 კ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა) თანამდებობის პირთა ერთიანი რეესტრის წარმოება.“.

3. 31-ე - 33- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 31. საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო

საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ფორმირება;

ბ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება, გადასახადებით დაბეგვრის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;

გ) წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების და გადასახადებით დაბეგვრის საკითხებზე შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების განხილვა და ანალიზი;

დ) საგადასახადო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან (მათ შორის, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული არაპირდაპირი გადასახადებით დაბეგვრის მარეგულირებელ ევროკავშირის დირექტივებთან) დაახლოების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;

 ე) განსახორციელებელი საერთაშორისო პროექტებისა და გასაფორმებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების (გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროების ხელშეკრულებებისა) გადასახადებით დაბეგვრის რეჟიმის ექსპერტიზა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების მომზადება;

 ვ) სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი წინასწარი გადაწყვეტილებების პროექტების განხილვა და, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი წინადადებების მომზადება;

 ზ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის გამოყენების შესახებ საჯარო გადაწყვეტილებების მომზადების კოორდინაცია;

 თ) კომპეტენციის ფარგლებში, მოსაკრებლების საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება.

მუხლი 32. საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო

საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ქვეყნის საბაჟო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ფორმირება;

ბ) საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;

გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

დ) საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან დაახლოების შესახებ წინადადებათა მომზადება;

ე) საბაჟო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების პროექტების მომზადების კოორდინაცია.

მუხლი 33. საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველო

საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და განვითარება;

ბ) შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის) დადების მიზნით მოლაპარაკებების გამართვა, შესაბამისი პროექტების მომზადება, შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების კოორდინაცია;

გ) საგადასახადო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების პროექტების მომზადების კოორდინაცია;

დ) დაბეგვრასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის ანალიზი;

 ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგადასახადო მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო და რეგიონალურ ღონისძიებებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი