„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016964
131
18/04/2017
ვებგვერდი, 19/04/2017
190040000.22.033.016964
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №131

2017 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016291) დამტკიცებულ „სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის მე-2 მუხლის:
1. მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გადანაწილება ხორციელდება საბიუჯეტო კლასიფიკაციის იმ დეტალიზაციის დონეზე, რომელიც მხარჯავი დაწესებულებისთვის დამტკიცებულია სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით და განაწილებაში მონაწილე არცერთი მუხლის წლიური მოცულობა არ იცვლება 100 000 ლარზე მეტით, ხოლო ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის სოციალური უზრუნველყოფის მუხლის მოცულობის გაზრდის მიზნით – შეუზღუდავად;“.

2. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის დადასტურება ხორციელდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის თარიღს და ნომერს ანიჭებს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს უფლებამოსილი პირი.“.

3. მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს 111 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„111. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი ან/და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  ან/და ამავე დეპარტამენტის სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს უფროსი, ხოლო საბიუჯეტო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი ან/და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი