დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების დაწესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №266 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 495 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 127, 08/11/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.320.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №495
2004 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების დაწესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №266 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების დაწესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №266 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებზე დაწესებული დანამატების ნუსხა
(ლარებში)
| № | შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი | კოდი | დანამატის ოდენობა |
| 1. | ბრიგადის გენერალი | G-1 | 820 |
| 2. | პოლკოვნიკი | O-9 | 700 |
| 3. | პოლკოვნიკი | O-8 | 610 |
| 4. | ვიცე-პოლკოვნიკი | O-7 | 590 |
| 5. | ვიცე-პოლკოვნიკი | O-6 | 540 |
| 6. | მაიორი | O-5 | 410 |
| 7. | კაპიტანი | O-4 | 400 |
| 8. | უფროსი ლეიტენანტი | O-3 | 390 |
| 9. | მთავარი სერჟანტი | S-8 | 385 |
| 10. | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 380 |
| 11. | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 370 |
| 12. | მასტერ სერჟანტი | S-5 | 360 |
| 13. | უფროსი სერჟანტი | S-4 | 350 |
| 14. | სერჟანტი | S-3 | 340 |
| 15. | უმცროსი სერჟანტი | S-2 | 335 |
| 16. | კაპრალი (სპეციალისტი) | S-1 | 330 |
შენიშვნა: პოლკოვნიკებისა და ვიცე-პოლკოვნიკების წოდებრივი ზღვრის საშტატო ერთეულებზე თანამდებობრივი სარგოს დანამატი განისაზღვროს შესაბამისი თანამდებობის რანგის გათვალისწინებით.”.
2. ბრძანებულება ძალაში შევიდეს 2004 წლის 15 ნოემბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები