„ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 ივნისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 ივნისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 27/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.019907
198
13/04/2017
ვებგვერდი, 18/04/2017
010220020.10.003.019907
„ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 ივნისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №198

2017 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 ივნისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის     მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 ივნისის №145 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/06/2013, 010220020.10.003.017310) შეტანილ იქნეს   ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29‑ე მუხლის შესაბამისად, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პროექტების შემუშავების, შესრულებისა და განხორციელების მონიტორინგის, უწყებათშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე − შალვა ხუციშვილი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების  დეპარტამენტის დირექტორი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (დეპარტამენტის) უფროსი;

საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი;

საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის  დეპარტამენტის უფროსი;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი