დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციისა და სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრად გარდაქმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 197 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.019906 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
197
13/04/2017
ვებგვერდი, 18/04/2017
040030000.10.003.019906
სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციისა და სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრად გარდაქმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/04/2017 - 08/02/2019)
|
სსიპ –
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციისა და სსიპ –
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრად გარდაქმნის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი რეორგანიზებულ იქნეს (გარდაიქმნას) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრად.
|
| მუხლი 2 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელოს:
1. სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სახელმწიფო კონტროლი. 2. სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის – ხელმძღვანელის დანიშვნა. |
| მუხლი 3 |
სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი წარმოადგენს სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფლებამონაცვლეს ყველა სახის ურთიერთობებში.
|
| მუხლი 4 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2017 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი პროექტების მომზადებისათვის/მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება (მათ შორის, სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში კონკურსის წესით დანიშნულ თანამშრომელთა სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შესაბამის თანამდებობებზე უკონკურსოდ გადაყვანის/გადანიშვნის ღონისძიებების კოორდინაცია).
|
| მუხლი 5 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №314 დადგენილება.
|
| მუხლი 6 |
დადგენილება, გარდა პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები