„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016484
33
24/04/2017
ვებგვერდი, 24/04/2017
120010000.22.026.016484
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №33

2017 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებით (ვებგვერდი, 24/02/2015 სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016305) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

  1. მე -4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, ქვეპუნქტი :

,,) განახორციელოს თავდაცვის სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში.”.

  2. მე -6 მუხლის :

) პირველი პუნქტის ,, ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, ”-,, ქვეპუნქტები :

) თავდაცვის სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელება;

) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება;

) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება;

) ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა;

) სასაქონლო მატერიალური ფასეულობების და დაფინანსების სწორი და დროული ასახვა შესაბამის პირველად დოკუმენტებში;

) ხარჯების გაწევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება;

) კანონმდებლობით ნებადართული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება და შესაბამისი გათვლების წარმოება;

) ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი გათვლების წარმოება;

) ქვედანაყოფის შესაბამისი ფულადი უზრუნველყოფა და სალარო ოპერაციების წარმოება;

) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადება და დადგენილ ვადებში სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარდგენა;

) ამ პუნქტის ,,”-,,ქვეპუნქტების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის წინაშე.“;

მე -12   პუნქტი   ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით :

„12. საპატრულო ღონისძიებათა კოორდინაციის სამმართველოს ფუნქციებია:   

) სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების ქვედანაყოფების  მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;

) სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების ქვედანაყოფების მიერ პატრულირების განხორციელების და სამხედრო ობიექტებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ხარისხის შემოწმება, შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბება  და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

) სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების ქვედანაყოფების მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების ფაქტების შეჯამება სათანადო ინფორმაციის მომზადება, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების ქვედანაყოფების მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მონაცემების მიღება და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მონიტორინგი;

) სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების ქვედანაყოფების მიერ განსახორციელებელი საპატრულო ღონისძიებების კოორდინაცია, აგრეთვე მათთვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარებების გაწევა;

) პატრულირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების სრულყოფილად  განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების  გამოვლენა  და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია