დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 2 თებერვლის №2-23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340010000.22.032.016226 |
|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 2 თებერვლის №2-23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 2 თებერვლის №2-23 ბრძანებაში (ვებგვერდი, 06.02.2012, 340010000.23.032.016053) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ დებულების:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“. 4. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე.“. 5. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია მედიასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამმართველო. მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია მედიასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა; ბ) სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების, მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა აქტივობების, მიმდინარე და მოსალოდნელი რეფორმების მასმედიაში გაშუქების უზრუნველყოფა, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სამინისტროს გვერდების ადმინისტრირება, მათ შორის შემოსულ წერილებზე და კომენტარებზე პასუხის გაცემა; გ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზება; დ) მედიამონიტორინგის განხორციელება; ე) სამინისტროში ჟურნალისტთა აკრედიტაციის უზრუნველყოფა; ვ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის შესახებ, სამინისტროს პოზიტიური იმიჯის დამკვიდრების მიზნით; ზ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, პროექტების, რეფორმების სარეკლამო კამპანიის უზრუნველყოფა; თ) მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მომსახურება, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობით კომპეტენტური და ამომწურავი პასუხების გაცემის უზრუნველყოფა; ი) სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა, ასევე, საკითხის მიხედვით, მათი გადამისამართება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში; კ) მინისტრის გამოსვლის მასალებისა და ტექსტების მომზადება, ანგარიშების მომზადება და რედაქტირება, პრესრელიზების მომზადება, სამინისტროს ოფიციალური გაnცხადებების შემუშავება; ლ) ყოველკვირეული და კვარტალური მედიაკალენდრის მომზადება; მ) ყოველთვიური გაზეთის „ჩვენი სოფელი“ მასალების, დიზაინისა და საბეჭდი ვერსიის მომზადება.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები