„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016227
2-71
21/04/2017
ვებგვერდი, 24/04/2017
010240030.22.032.016227
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-71

2017 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/03/2012, სარეგისტრაციო კოდი 0102240030.22.032.016063) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები:

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ნიადაგის მელიორაციის სამმართველო;

ბ) მიწათსარგებლობის სამმართველო.

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები

1. ნიადაგის მელიორაციის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მელიორაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში შპს „საქართველოს მელიორაციის“ მმართველი პირის უფლებამოსილების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული დაფინანსებით, ქვეყნის მასშტაბით ცალკეული ობიექტების და მათზე გასატარებელი სამელიორაციო ღონისძიებების განსაზღვრაში მონაწილეობა;

ე) მიწების მელიორაციის მიმართულებით სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია;

ვ) ნიადაგების ნაყოფიერების შენარჩუნება-გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ნიადაგის ხარისხობრივი მახასიათებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი გეომონაცემთა ბანკის შექმნაში მონაწილეობა;

თ) ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ნაყოფიერების შენარჩუნება- გაუმჯობესების შესახებ მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. მიწათსარგებლობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიხედვით მიწათსარგებლობისა და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის შექმნაში მონაწილეობა;

ბ) მიწის კონსოლიდაციის მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) მიწის გამოყენებასთან დაკავშირებით მომზადებული პროექტების განხილვა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი