,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016305
26
12/04/2017
ვებგვერდი, 18/04/2017
010250020.35.108.016305
,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2017 წლის 12 აპრილი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 მარტის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 15/03/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016298) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს აპარატი არის საკრებულოს მუდმივი და ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილი ორგანო.“;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა

1. აპარატის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით.

2. საკრებულოს აპარატის სტრუქტურას და აპარტის დებულების პროექტს საკრებულოს აპარატის უფროსი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს თავმჯდომარე აპარატის დებულების პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს.“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადგენს შრომის შინაგანაწესის პროექტს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად;“;

დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით და საკრებულოს დადგენილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა