დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 მარტის №7 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016287 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 მარტის №7 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 მარტის №7 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 10/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.016280).
1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „1. გაეწიოს მატერიალური დახმარება: ა) ოპერაციის ან სამედიცინო მომსახურებისათვის – იმ თანხის 50%-ით, რომელიც არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო დაზღვევის პროგრამით, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს, დაფინანსდეს 70%-ით, არაუმეტეს 700 ლარისა; ბ) როდესაც ოპერაციის ან სამედიცინო მომსახურებისათვის მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარზე მეტია, დაფინანსდეს 1000 (ერთი ათასი) ლარით; გ) სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების შემთხვევაში (ონკოლოგიური და სხვა მძიმე სახის დაავადება) - დახმარება განისაზღვროს 1500 ლარამდე; დ) სამედიცინო გამოკვლევებისთვის ღირებულების 50%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს, დაფინანსდეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; ე) „C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებს, „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის განსასაზღვრი კვლევების დასაფინანსებლად, პაციენტის მიერ გადასხდელი თანხის - სოციალურად დაუცველთათვის ღირებულების 30%, დანარჩენი ბენეფიციარებისათვის - 70%; ვ) მედიკამენტების შესაძენად - 150 ლარამდე შემდეგი დაავადებებისას: ვ.ა) აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდის მკურნალობისას; ვ.ბ) ეპილეფსიის; ვ.გ) პარკინსონის; ვ.დ) ბრონქიალური ასთმის; ვ.ე) შაქრიანი დიაბეტის; ვ.ვ) 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას. ზ) კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე, 0-18 წლამდე არასრულწლოვანი პირების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნციონირებისათვის საჭირო ელემენტის შესაძენად - წელიწადში 1000 ლარის ოდენობით; თ) 100 წელს მიღწეულ და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთათვის ერთჯერადად - 500 ლარის ოდენობით; ი) გარდაცვლილი ომის ვეტერანის ან/და იძულებით გადაადგილებულ გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯისთვის - 250 ლარი; კ) სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ 35000 სარეიტინგო ქულამდე მყოფ გარდაცვლილთა ოჯახის წევრს დაკრძალვის ხარჯისთვის - 200 ლარი; ლ) შშმ 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსება; მ) ჰემოდიალიზის ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციართა ფინანსური დახმარება - ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით და ლეიკემიით დაავადებულთათვის - წელიწადში 600 ლარის ოდენობით; ნ) ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულ პირთა ფინანსური დახმარება წელიწადში ერთჯერ - 100 ლარი; ო) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომრის ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და არ ვრცელდება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნები, მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად - წელიწადში 2000 ლარი; პ) სამამულო ომის მონაწილეებსა და უსინათლო მოქალაქეებს - ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით კომუნალური ხარჯების დასაფარავად; ჟ) უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება, რომლებიც თხოვნის მომენტში განიცდიან ცხოვრების მძიმე სოციალურ პირობებს - არაუმეტეს 200 ლარისა.“. 2.დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. მატერიალური დახმარების მიღების მსურველმა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობით რეგისტრაციის ადგილის დაუდგენლობის შემთხვევაში გამგეობაში დამატებით უნდა წარმოადგინოს განცხადება - ანკეტის (ფორმა №1) ასლი სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები