დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | ნ-5 |
| დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 12/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240080.64.076.016013 |
|
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის №2 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 29.09.2016 წ., 010240080.64.076.016001) დამტკიცებულ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-2 და მე-3 მუხლები ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „31 სპეციალისტი (იურისტი) ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონის „დაზღვევის შესახებ“ I და II თავები, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანების „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook), დოკუმენტბრუნვის და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) ინგლისური ენის ცოდნა.“. 3. მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას);“. 4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები