დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 645 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023539 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №645
2017 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არაბთა გაერთიანებულ საამიროში − ქ. დუბაიში 2017 წლის 13-15 აპრილს განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიზნით, შესაბამისი სივრცის გამოყოფის, ამ სივრცის აღჭურვის, დიზაინისა და გამოფენისათვის საჭირო მასალების ბეჭდვის მომსახურებების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებიდან (პროგრამა: „ვისწავლოთ საქართველოში“ (პროგრამული კოდი: 32 04 02 08).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესყიდვებზე „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელ კომპანიას განესაზღვროს ანგარიშსწორების განსხვავებული პირობები და გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები