დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 640 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023531 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №640
2017 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ა . ა ) არაუმეტეს 60000 (სამოცი ათასი) ლარის ფარგლებში, ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე ;
ა . ბ ) არაუმეტეს 6270 ( ექვსი ათას ორას სამოცდაათი ) ლარის ფარგლებში, კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარები ს (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე ;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, არაუმეტეს 2499 (ორი ათას ოთხას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარის ფარგლებში, კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარები ს (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები