დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის გაფორმებულ ოპერატიულ პარტნიორთა შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 726 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023529 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №726
2017 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ − დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის გაფორმებულ ოპერატიულ პარტნიორთა შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს „სსიპ − დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის გასაფორმებელი ოპერატიულ პარტნიორთა შეთანხმების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის №1946 განკარგულებით მოწონებული პროექტის „მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“ (პროექტის კოდი: GCP/GEO/007/EC) განხორციელების თაობაზე“ სსიპ − დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის 2016 წლის 30 სექტემბერს გაფორმებულ ოპერატიულ პარტნიორთა შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები