დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 636 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023525 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №636
2017 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“, 2017 წლის 10 ივნისიდან – 10 სექტემბრამდე, ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში გასამართი საერთაშორისო გამოფენა – „EXPO 2017“-ისთვის საგამოფენო სივრცის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ესტონური კომპანია KOKO Architects-ისგან, ღირებულებით - 62000.00 (სამოცდაორი ათასი) ევრო, გადასახადების გარეშე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები