დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 492 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 126, 05/11/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.000.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №492
2004 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. `ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და განკარგულების კრებული” 1997 წელი, №19, 62 გვერდი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში, ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშო-რისო კომისიის დებულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ წელიწადში ოთხჯერ მაინც. კომისიის სხდომის გამართვის დროს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომებს ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისია უფლებამოსილია იმუშაოს თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ¾-ზე მეტი.“
ბ) ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს ახალი რედაქციით:
,,გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი; კომისიის თავმჯდომარე
ივანე მერაბიშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
გიორგი ბარამიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
კახა ბენდუქიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ვახტანგ კაპანაძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
კახაბერ ჩიქოვანი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი
ბადრი ჩხაიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსი; კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
მიხეილ ჯანიკაშვილი – სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი”.
2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები