საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ცალკეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ

  • Word
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ცალკეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 723
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023520
  • Word
723
06/04/2017
ვებგვერდი, 20/04/2017
000000000.00.003.023520
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ცალკეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №723

2017 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ცალკეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ

 

1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს:

ა) საჭირო თანხა 2017 წელს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, 1992-1993 წლებში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ნეშტების იდენტიფიცირების/ექსპერტიზის ღირებულების ანაზღაურების მიზნით;

ბ) 20 920 (ოცი ათას ცხრაას ოცი) ლარი სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წელს გაწეული მომსახურების დავალიანების ანაზღაურებისათვის.

2. მომსახურება განხორციელდეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გათვალისწინებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                  გიორგი კვირიკაშვილი