სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 721
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023518
  • Word
721
06/04/2017
ვებგვერდი, 20/04/2017
000000000.00.003.023518
სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №72 1

2017 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა  და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.

     2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, გარდა გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ, გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

  პრემიერ-მინისტრი                                                                                  გიორგი კვირიკაშვილი