დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მალთაყვის უბნის განვითარებისათვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 632 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023514 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №632
2017 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მალთაყვის უბნის განვითარებისათვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“, „კ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მალთაყვის უბნის განვითარებისათვის დანართში წარმოდგენილი დასაგეგმარებელი ტერიტორიის საორიენტაციო საზღვარში განაშენიანების რეგულირების გეგმის დოკუმენტაციის შემუშავება.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ, ხოლო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვოს, ამავე ქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებული დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრებში მდებარე უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათსარგებლობის ერთიანი სისტემის ორგანიზება, მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით.
3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, უზრუნველყოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება 2018 წლის პირველ იანვრამდე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები