დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 715 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023510 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №71 5
2017 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − იუსტიციის სახლს მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში არსებული, ამ განკარგულების №1 დანართით განსაზღვრული უძრავი ქონების ნაწილი, აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით, 1 (ერთი) წლის ვადით გადასცეს:
ა) სს „ლიბერთი ბანკს“ (ს/ ნ: 203828304), რომლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენს 7500 ლარს;
ბ) შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ (ს/ ნ: 205130464), რომლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენს 7500 ლარს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები