საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 630
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023500
  • Word
630
31/03/2017
ვებგვერდი, 20/04/2017
000000000.00.003.023500
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №630

2017 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიითა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმით განსახორციელებელი ღონისძიებების ფარგლებში არაქართულენოვანი გაზეთების: „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) გაზეთ „ვრასტანის“ ფინანსური მხარდაჭერისათვის − 60 000 (სამოცი ათასი) ლარი;

ბ) გაზეთ „გურჯისტანის“ ფინანსური მხარდაჭერისათვის − 60 000 (სამოცი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი