დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 190 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.019899 |
|
„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2013, 300160070.10.003.017533) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების“ მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის:
1. „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ – „ვ3“ ქვეპუნქტები: „ვ1) ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულებისას ხეებისა და ტოტების მოჭრა ან/და მიწის სამუშაოები, გარდა ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (თუ ეს ტერიტორია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო საკუთრებას ან ამ ტერიტორიას არ ჰყავს მესაკუთრე), რისთვისაც საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ჭრების დაწყებამდე 15 დღით ადრე, შესაბამის მუნიციპალიტეტს (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას) ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას ან ამ ტერიტორიას არ ჰყავს მესაკუთრე) წერილობით წარუდგინოს ჭრების ან/და მიწის სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ტერიტორიის X და Y კოორდინატები და Shp-ფაილების ელექტრონული ვერსია, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა სახეობისა და დიამეტრის მითითებით ან/და გადასაბელი ხეების რაოდენობა და სახეობა. აღნიშნული მასალების წარდგენიდან 15 დღის შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია, განახორციელოს ხეებისა და ტოტების მოჭრის ან/და მიწის სამუშაოები, ხოლო ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღეში; ვ2) იმ შემთხვევაში, როცა ხეებისა და ტოტების მოჭრა იგეგმება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ იმ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას ან ამ ტერიტორიას არ ჰყავს მესაკუთრე, საქმიანობის განმახორციელებელი ამ პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს, ამავე ქვეპუნქტით დადგენილი წესით, ინფორმაციის სახით წარუდგენს აგრეთვე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებას, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს; ვ3) ამ პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოჭრილი ხეების გადაცემა ხორციელდება შესაბამის მუნიციპალიტეტზე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებაზე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას ან ამ ტერიტორიას არ ჰყავს მესაკუთრე) „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5-61 პუნქტებით დადგენილი წესით.“. 2. „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) გამონაკლის შემთხვევაში, ელექტროგადამცემ ხაზზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას, როდესაც გადაუდებელია ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოება, ხეებისა და ტოტების მოჭრა/სპეციალური ჭრა ან/და მიწის სამუშაოები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (თუ ეს ტერიტორია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო საკუთრებას ან ამ ტერიტორიას არ ჰყავს მესაკუთრე) და სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) დასაშვებია წინასწარი შეტყობინების გარეშე. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ იმ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას ან ამ ტერიტორიას არ ჰყავს მესაკუთრე, მოჭრილი ხეებისა და სპეციალური ჭრის შედეგად მოჭრილი ხე-ტყის გადაცემა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებაზე, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – შესაბამის უფლებამოსილ ორგანოზე ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5-61 პუნქტებით დადგენილი წესით, ხოლო სხვა შემთხვევაში, მოჭრილი ხეებისა და ტოტების გადაცემა შესაბამის მუნიციპალიტეტზე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები