ქ. თბილისში მდებარე ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ

ქ. თბილისში მდებარე ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 621
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023484
621
31/03/2017
ვებგვერდი, 20/04/2017
000000000.00.003.023484
ქ. თბილისში მდებარე ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №621

2017 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში მდებარე ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ

1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისში, რ. თაბუკაშვილის ქ. №27/ბროსეს ქ. №3-ში, შავთელის ქ. №17-ში, ჩახრუხაძის ქ. №27-სა და მირზა-შაფის ქ. №16-ში მდებარე და ამჟამად უკვე დემონტირებულ ობიექტებს მოეხსნას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

2. დაევალოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე შესაბამისი მონაცემების ასახვა.

პრემიერ-მინისტრი                                       გიორგი კვირიკაშვილი