დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №389 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 616 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023476 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №616
2017 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №389 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №389 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მიეცეს უფლება ონის მუნიციპალიტეტს, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულების საფუძველზე („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 დეკემბრის №2797 განკარგულების გათვალისწინებით) დარჩენილი 20 488 (ოცი ათას ოთხას ოთხმოცდარვა) ლარი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 44 425 (ორმოცდაოთხი ათას ოთხას ოცდახუთი) ლარი და „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1340 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 78 492 (სამოცდათვრამეტი ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტი) ლარი, ჯამში − 143 405 (ას ორმოცდასამი ათას ოთხას ხუთი) ლარი მიმართოს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო სამუშაოების შესყიდვების განსახორციელებლად:
ა) სოფელ ცხმორში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
ბ) სოფელ გლოლაში წყალსადენის ქსელის მოწყობა;
გ) ქალაქ ონში მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები