დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის სასესხო ხელშეკრულების - „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II“ დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 697 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023477 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №697
2017 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის სასესხო ხელშეკრულების − „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II“ დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელით დადოს საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის სასესხო ხელშეკრულება „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II“ შემდეგი ფინანსური პირობებით:
| სესხის მოცულობა: | 125 მილიონი ევრო; |
| სესხის ხანგრძლივობა: | 15 წელი, მათ შორის, 5 წელი შეღავათიანი პერიოდი; |
| საპროცენტო განაკვეთი: | წლიურ 6-თვიან EURIBOR-ს+მარჟა; |
| ადმინისტრირების გადასახდელი: | სესხის თანხის 1% (ერთჯერადი გადასახდელი, ერიცხება სესხის მთლიან მოცულობას, სესხის თანხიდან გადახდა არ ხდება); |
| ვალდებულების გადასახდელი: | წლიური 0,25% (ერიცხება სესხის აუთვისებელ ნაწილს). |
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები