დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პროექტის - „საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“ დაფინანსებისათვის საქართველოსა და UniCredit Bank Austria AG-ს შორის საკრედიტო ხელშეკრულების დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 696 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023473 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №696
2017 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
პროექტის − „საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“ დაფინანსებისათვის საქართველოსა და UniCredit Bank Austria AG-ს შორის საკრედიტო ხელშეკრულების დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, პროექტის − „საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“ დაფინანსებისათვის საქართველოს სახელით დადოს საქართველოსა და UniCredit Bank Austria AG-ს შორის საკრედიტო ხელშეკრულება (7,000,000 ევრო) შემდეგი ფინანსური პირობებით:
სესხის მოცულობა: 7 მილიონი ევრო;
სესხის ხანგრძლივობა: 17 წელი, მათ შორის, 4 წელი შეღავათიანი პერიოდი;
წლიური საპროცენტო განაკვეთი: 0%;
ვალდებულების გადასახდელი: 0.5% (სესხის აუთვისებელ ნაწილზე);
ადმინისტრირების გადასახდელი: 0.5% (სესხის ოდენობის, ერთჯერადი გადასახდელი, სესხის თანხიდან გადახდა არ ხდება);
OeKB-ის საგარანტიო პრემია: წინასწარი გადასახდელი დაახლოებით 22 ათასი ევრო და ათვისებული და დაუფარავი სესხის ოდენობის 1% ყოველწლიურად (სესხის თანხიდან გადახდა არ ხდება);
OeKB-ის მომსახურების გადასახადი: 1,440 ევრო (ერთჯერადი გადასახდელი, სესხის თანხიდან გადახდა არ ხდება).
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები