დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 613 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023472 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №613
2017 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
ხონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მიეცეს უფლება ხონის მუნიციპალიტეტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №506 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 4 331.40 (ოთხი ათას სამას ოცდათერთმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 19 102.55 (ცხრამეტი ათას ას ორი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი, ჯამში ეკონომია 23 433.95 (ოცდასამი ათას ოთხას ოცდაცამეტი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი მიმართოს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო საპროექტო და საექსპერტო მომსახურებების შესყიდვების განსახორციელებლად:
ა) ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა;
ბ) ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის სოფელ დიდ კუხთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა (სტაბილიზაციის მეთოდის გამოყენებით);
გ) ქალაქ ხონში ბაგრატიონისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე სკვერის მოწყობა;
დ) ქალაქ ხონში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა;
ე) ქალაქ ხონში ვ. ბახტაძის ქუჩისა და სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა;
ვ) ა(ა)იპ − ხონის კომუნალური სერვისცენტრის ტექნიკის დასაყენებელი სადგომის მოწყობა;
ზ) ქალაქ ხონში წმინდა ნინოს ქუჩისა და სოფელ დედალაურის დამაკავშირებელი გზის მოწყობა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები