დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთი მხრივ, ინდოეთის რესპუბლიკასა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის თაობაზე ერთობლივი კვლევის განხორციელების შესახებ“ ერთობლივი განცხადების ხელმოწერის უფლებამოსილების გიორგი გახარიასთვის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 694 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023469 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №694
2017 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
„ერთი მხრივ, ინდოეთის რესპუბლიკასა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის თაობაზე ერთობლივი კვლევის განხორციელების შესახებ“ ერთობლივი განცხადების ხელმოწერის უფლებამოსილების გიორგი გახარიასთვის მინიჭების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და 27-ე მუხლის შესაბამისად, „ერთი მხრივ, ინდოეთის რესპუბლიკასა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის თაობაზე ერთობლივი კვლევის განხორციელების შესახებ“ ერთობლივი განცხადების ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი გახარიას.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები