დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვარის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.114.016336 |
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვარის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ცვლილება შევიდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვარის №1 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge; 06/02/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.114.016327). |
| მუხლი 2 |
1. დადგენილების დანართის მე-3 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3 1.საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელობა: ა) აპარატის უფროსი; ბ) განყოფილების უფროსი; გ) საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე.“. 2. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შეიმუშავებს საკრებულოს აპარატის შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარუდგენს დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარეს; 3. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. დადგენილების დანართის მე-5 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5 1. საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე; ბ) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; გ) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს თავის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს; დ) უფლებამოსილია განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თავის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა კანდიდატურებს მათი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების მიზნით; ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. 5. დადგენილების დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8 1. საკრებულოს აპარატის განყოფილებებია: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) საორგანიზაციო, საკადრო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; გ) საოქმო და სამდივნო მომსახურების განყოფილება.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები