„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016298
7
11/04/2017
ვებგვერდი, 13/04/2017
190040000.35.169.016298
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2017 წლის 11 აპრილი

ქ. დედოფლისწყარო

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარებისა და  დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის,  პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების  2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31.01.2017 წლის №3 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 06.02.2017, სარეგისტრაციო კოდი; 190040000.35.169.016294) დამტკიცებულ დანართ 1-ში („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის  გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამა“)  შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული  დანართი 1-ის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს და იზრდება ოთხი და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილები) და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლები;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;

ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის  მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი

კომისიის მუშაობა განისაზღვრება ამ წესით:

ა) კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და მტკიცდება მუნიციპალიტეტის   გამგებლის ბრძანებით;

ბ) კომისიას ჰყავს  თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი.

გ) კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე;

დ) კომისიის მუშაობის პერიოდულობას განსაზღვრავს შესაბამისი კომისია;

ე) კომისიის მდივანი აფორმებს  კომისიის სხდომის ოქმს;

ვ) კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება;

ზ) კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა;

თ) კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით;

ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომრის ხმა;

ი) კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.   თითოეულ წევრს უფლება აქვს წერილობით გამოხატოს განსხვავებული აზრი, რომელიც   ერთვის ოქმს;

კ)  კომისიის სხდომის ოქმი მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული  დანართი 1-ის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოქალაქეზე გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის გამგეობის მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ჩარიცხვა მოხდება, გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე, ფაქტობრივად ჩატარებული მკურნალობის ან კვლევის შესახებ სამედიცინო დაწესებულების ან პაციენტის (მოსარგებლის) შესაბამისი მომართვის, ანგარიშ-ფაქტურის ან კალკულაციის  და ავადმყოფის ისტორიიდან ამონაწერის (ფ № – 100/ა) ან სამედიცინო დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, იმ სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სადაც მოქალაქეს გაეწია შესაბამისი მომსახურება.“.

მუხლი 2.   
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი