დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 607 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023462 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №607
2017 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე
1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, დაევალოს სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს 31 800 (ოცდათერთმეტი ათას რვაასი) ლარის გამოყოფა ა(ა)იპ − საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირისათვის (ს/კ: 203862864) გადასაცემად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების დაფინანსების მიზნით.
2. ეთხოვოს ა(ა)იპ − საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალურ კავშირს, 2017 წლის 1 აგვისტომდე სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები