სსიპ − საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 605
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023460
  • Word
605
31/03/2017
ვებგვერდი, 20/04/2017
000000000.00.003.023460
სსიპ − საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №60 5    

2017 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ − საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 2 2-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, სსიპ − საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ: 

ა) სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს არაუმეტეს 3500 ლარით;

ბ) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო არ  აღემატებოდეს 2290 ლარს.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება 2017 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                                     გიორგი კვირიკაშვილი