ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა გატარების შესახებ

  • Word
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა გატარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 603
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023458
  • Word
603
31/03/2017
ვებგვერდი, 20/04/2017
000000000.00.003.023458
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა გატარების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №60 3     

2017 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა გატარების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ  − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკთან“ (ს/კ: 204920309) 2016 წლის 16 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №50 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შეძენა განახორციელოს 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით.  

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი-კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ  − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო − ჩარჩოდოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №247 განკარგულებით მოწონებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო − ჩარჩოდოკუმენტითა და განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების ვადა 2017 წლის აპრილის ნაცვლად განისაზღვრება 2017 წლის 30  ივნისის ჩათვლით.

რემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი