დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 481 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 126, 05/11/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.610.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №481
2004 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს.
საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია ალიანსში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია. სამოქმედო გეგმის თანმიმდევრული შესრულება საქართველოს მთავრობისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების შეთანხმებულ, ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. კოორდინაციის პროცესის ეფექტიანობისა და სამოქმედო გეგმის დადგენილ ვადებში განხორციელების უზრუნველსაყოფად:
1. საქართველოს მთავრობამ (ზ. ჟვანია) ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შეიმუშაოს დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა პასუხისმგებელი უწყებებისა და შესრულების ვადების მითითებით.
2. დაევალოს საქართველოს მთავრობას (ზ. ჟვანია) თხუთმეტი დღის ვადაში შექმნას სახელმწიფო კომისია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების უზრუნველსაყოფად.
3. სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელობა დაევალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზ. ჟვანიას.
4. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გ. ბეჟუაშვილმა სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილების მისაღებად წარადგინოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.
5. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზ. ჟვანიამ, ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის სათანადოდ განხორციელების მიზნით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისაგან შექმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.
6. სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველკვარტალურად წარუდგინოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს.
7. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ გ. თარგამაძეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ კ. გაბაშვილს და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დ. ბაქრაძეს კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.
8. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები