დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების შუალედური ანგარიშის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 683 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023438 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №683
2017 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების შუალედური ანგარიშის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების შუალედური ანგარიში.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების შუალედური ანგარიშის“ საკითხზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახური) უფროსი ნატალია ჯალიაშვილი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები