დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2016-2017 წლების განმავლობაში საბურავების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №1453 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 676 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023430 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №676
2017 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
„2016-2017 წლების განმავლობაში საბურავების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №1453 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება „2016-2017 წლების განმავლობაში საბურავების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №1453 განკარგულებაში და განკარგულებით დამტკიცებული წესის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;
ლევან რაზმაძე – სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;
ნოდარ ხადური − სსიპ − კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;
გიორგი თაბუაშვილი − საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
გიორგი ბუთხუზი − საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
ირმა ქავთარაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
დავით ვარდიაშვილი − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
ვასილ ჯანჯღავა − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის წევრი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები