„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016962
127
12/04/2017
ვებგვერდი, 18/04/2017
200090000.22.033.016962
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №127

2017 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 3.01.2011წ., სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. 72-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტზე;

ზ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761  მუხლის შესაბამისად საქონლის შეძენის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტზე.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. დღგ-ის გადამხდელს უფლება აქვს უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა ჩაითვალოს იმავე დეკლარაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-5-მე-11 ნაწილების გათვალისწინებით.“.

2. №III-25 დანართის (დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია) III  ნაწილის დანართი „ბ“-ს დაემატოს IV-VII  ნაწილები თანდართული რედაქციით.
3. 75-ე მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71-74 პუნქტები:

„71. დეკლარაციის „ბ“ დანართის IV ნაწილში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის შესაბამისად  სამეურვეო ქონების აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შესყიდვისას შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, საქონლის/სამეურვეო ქონების შესყიდვის თარიღი და დღგ-ის თანხა.

72. დეკლარაციის „ბ“ დანართის V ნაწილი ივსება მაშინ, როცა დღგ-ის გადამხდელებს შორის განხორციელდა საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია და გადამხდელმა მიიღო სანაცვლო საქონელი/მომსახურება. დეკლარაციის „ბ“ დანართის V ნაწილში მიეთითება იმ დეკლარაციის  ნომერი, რომლითაც გადამხდელმა დაადეკლარირა ბარტერული ოპერაცის ფარგლებში მის მიერ მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადასახადელი დღგ-ის თანხა. ასევე მიეთითება მომწოდებლის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, სანაცვლო საქონლის მიღების საანგარიშო პერიოდი (თვე და წელი) და დღგ-ის თანხა.

73. დეკლარაციის „ბ“ დანართის VI ნაწილში მიეთითება გადასახადის გადამხდელის იმ საბანკო ანგარიშის ნომერი, რომლითაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ  გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა, გადახდის თარიღი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელება და დღგ-ის თანხა.

74. დეკლარაციის „ბ“ დანართის VII ნაწილში მიეთითება საგადასახადო ორგანოს იმ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით  დღგ-ის დარიცხვა, ასევე მიეთითება საგადასახადო ორგანოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დარიცხული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი




 „ნაწილი IV

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761  მუხლის შესაბამისად საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი

 

შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ნომერი

რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი

რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის დასახელება

საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი

საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის დასახელება

საქონლის/სამეურვეო ქონების შესყიდვის თარიღი

დღგ-ის თანხა

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი V

საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შედეგად  შეძენილი საქონელი/მომსახურება

 

დეკლარაციის ნომერი

მომწოდებლის ს/ნ

მომწოდებლის დასახელება

საანგარიშო პერიოდი

(თვე და წელი)

დღგ-ის თანხა

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი VI

საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

 

გადამხდელის ანგარიშის ნომერი, საიდანაც განხორციელდა საფასურის გადახდა

გადახდის თარიღი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საიდენტიფიკაციო ნომერი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელება

დღგ-ის თანხა

1

2

3

 4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი VII

საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხული  და გადახდილი დღგ

 

დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების ნომერი

დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების თარიღი

საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით დარიცხული და გადახდილი დღგ-ის თანხა

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“.