„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ”

  • Word
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 480
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 126, 05/11/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.08.002.003
  • Word
480
03/11/2004
სსმ, 126, 05/11/2004
010.220.020.08.002.003
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №480

2004 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:

1. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში თავსდება:

ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შენობის ფასადზე;

ბ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომათა დარბაზში;

გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამუშაო კაბინეტში.

2. საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ბეჭდებზე.

3. საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბლანკებზე.

4. საქართველოს სახელმწიფო გერბი ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვით გამოისახება:

ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ოქმებსა და ოქმის ამონაწერებზე;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბრძანებებზე;

გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ბლანკებზე.

5. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში თავსდება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის შემდეგი თანამდებობის პირთა სამუშაო კაბინეტებში:

ა) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

6. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი