„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016211
19
07/04/2017
ვებგვერდი, 13/04/2017
010250050.35.174.016211
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2017 წლის 7 აპრილი

ქ. გორი

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №14 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 08/08/2014, 010250050.35.174.016014) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ტრანსპორტის  და გარე რეკლამის განყოფილება;“;

ბ)მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ტრანსპორტის  და გარე რეკლამის განყოფილების ფუნქციები

ტრანსპორტის და გარე რეკლამის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას;

ბ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ტენდერების მომზადებას და ნებართვის გაცემას;

გ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადებას,  შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების პროექტების შემუშავებასა და მიღებას;

ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფასა, დგომის/გაჩერების რეგულირებას და შესაბამის მონიტორინგს;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების დარეგისტრირებას, შესაბამის სამინისტროებთან და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთობას;

ზ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირებას;

თ) გარე რეკლამის განთავსების ადგილების შერჩევას, დარეგისტრირებას, შესაბამის სამინისტროებთან და სსიპ  – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან  ურთიერთობას;

ი) გარე რეკლამის განთავსების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

კ) გარე რეკლამის განთავსების შესახებ აუქციონების გამოცხადებას და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზურაბ როსებაშვილი