„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, ნასამართლობის შესახებ ცნობის ბლანკის, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, ნასამართლობის შესახებ ცნობის ბლანკის, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.016638
199
11/04/2017
ვებგვერდი, 12/04/2017
140120000.22.034.016638
„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, ნასამართლობის შესახებ ცნობის ბლანკის, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №199

2017 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 

„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, ნასამართლობის შესახებ ცნობის ბლანკის, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, ნასამართლობის შესახებ ცნობის ბლანკის, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.2008წ., №181, მუხ.1849)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.

3. ბრძანების პირველი პუნქტის: 

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);

ბ) გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა (დანართი №2);“;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 1

„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) იარაღის რეგისტრაციის მოწმობით და სანებართვო მოწმობების ფორმებით მომარაგებას ახორციელებს დამოუკიდებლად.

2. იარაღის რეგისტრაციის მოწმობა და სანებართვო მოწმობების ფორმები გაიცემა მხოლოდ სათანადოდ გაფორმებული მინდობილობების საფუძველზე.

3. იარაღის რეგისტრაციის მოწმობა და სანებართვო მოწმობების ფორმები ინახება პასუხისმგებელ პირთან, რომელსაც განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი. მან ყველა მუშაკს, რომელსაც ევალება იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების შენახვა და გაცემა, უნდა შეუქმნას სათანადო პირობები ამ დოკუმენტებით შესაბამისი ოპერაციების წარმოებისათვის.

4. იარაღის რეგისტრაციის მოწმობა და სანებართვო მოწმობების ფორმები ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას.

5. სააგენტოს თანამშრომლები უზრუნველყოფენ იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების შენახვის, გაცემისა და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესასრულებლად განკუთვნილი სათავსების დაცულობას.

6. სააგენტო პოლიგრაფიულ საწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებულ იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ნიმუშებს.

მუხლი 2

1. გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №2) მიხედვით.

3. გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერის აქტში.

4. გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;

დ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი №2

აქტი №

ქ. თბილისი

„––––“ „–––––––––––“ 20__ წელი

გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერის შესახებ

საქმეთა დასახელება

რაოდენობა

ჩამოსაწერი დოკუმენტის ექსკლუზიური ნომერი

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი დოკუმენტის ჩამოწერის სისწორეს.

ჩამოსაწერი დოკუმენტის

აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი                                                /––––––––––/                                                            “;

ე) „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №9 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
 

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი