დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280070120.35.152.016290 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 მარტის №6 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 21/03/2017, ს/კ 280070120.35.152.016287) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 200 (ორასი) ლარამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარი. 2. ერთჯერადი სოციალური დახმარება გაეწევათ: ა) მოქალაქეებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და ფიქსირდებიან სოციალურად დაუცველების ერთიან მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 65000-ზე მეტი ქულა; ბ) ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემების მქონე მოქალაქეებს, კერძოდ: დიაბეტით, ეპილეფსიით, პარკინსონიზმით დაავადებულებს, ონკოლოგიურ ავადმყოფებს, I და II ჯგუფის ინვალიდებს, უსინათლოებს; გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება; დ) ჰემოდიალიზს დაქვემდებარებულ პირებს – 300 ( სამასი) ლარი; ე) მოქალაქეებს, რომლებმაც ითავეს მარტოხელა გარდაცვლილის დაკრძალვა – 200 (ორასი) ლარი; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი – 200 (ორასი) ლარი; ზ) ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ პირველი და მეორე შვილი (შეძენიდან ორი თვის ვადაში) – 200 (ორასი) ლარი; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს – 300 (სამასი) ლარი; ი) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით – 100 (ასი) ლარი; კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს (აფხაზეთი) – 100 (ასი) ლარი – (2 ივლისს); ლ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს – 100 (ასი) ლარი – (8 აგვისტოს). 3. განსაკუთრებულ შემთხვევებში (გარდაცვალების ან/და უბედური შემთხვევის დროს), კომისიას უფლება ენიჭება გაზარდოს აღნიშნული თანხა 2000 (ორი ათასი) ლარამდე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე; 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ ერთჯერადად (წელიწადში ერთხელ). 5. გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათის ან პასპორტი) ასლი; გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ცნობა სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა; ე) ჰემოდიალიზს დაქვემდებარებულმა პირებმა დამატებით გამგეობაში უნდა წარადგინონ, ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მოქალაქემ, რომელმაც ითავა მარტოხელა გარდაცვლილის დაკრძალვა გამგეობაში დამატებით უნდა წარადგინოს – გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომელსაც დაერთვება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი; ზ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან ბავშვის დაბადების რიგითობის შესახებ; თ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ყველა შვილის დაბადების მოწმობის ასლი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები